ვაჟა ლორთქიფანიძე
ვაჟა ლორთქიფანიძე | |
საქართველოს მე-2 სახელმწიფო მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
31 ივლისი 1998 – 11 მაისი 2000 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
წინამორბედი | ნიკოლოზ ლეკიშვილი |
მემკვიდრე | გიორგი არსენიშვილი |
დაბადებული | 29 ნოემბერი, 1949 თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი |
მოქალაქეობა | საბჭოთა კავშირი საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ვაჟა ლორთქიფანიძე (დ. 29 ნოემბერი, 1949, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტოლოგი, სოციოლოგი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი 1998–2000 წლებში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი (2018),[1] წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვაჟა ლორთქიფანიძე დაიბადა 1949 წლის 29 ნოემბერს, თბილისში. 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტი, შემდეგ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში სოციოლოგიის მიმართულებით. 1972–1973 წლებში მუშაობდა თსუ გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად. დაამთავრა მოსკოვის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია (ისტორია-პოლიტოლოგია).
1983–1990 წლებში იყო საქართველოს კომკავშირის ცკ-ის პირველი მდივანი, საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 1991-1995 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1992 წელს იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი.[2] 1992-1995 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის ხელმღძვანელი. 1995-1998 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის სიით“. 1995-1998 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1998 წელს. თემა — „ისტორიული მესხეთის დემოგრაფიული განვითარების პრობლემები საქართველოში“. 1998-2000 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. 2001 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბაღდათის მაჟორიტარი). 2001–2004 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ფრაქციის „ქრისტიან დემოკრატები-ახალი აფხაზეთი“ თავმჯდომარე.
1999 წლიდან სამეცნიერო ჟურნალის „დემოგრაფია“ დამაარსებელი; 2000 წლიდან თეორიული ჟურნალის „ქრისტიან-დემოკრატია“ ერთ-ერთი დამაარსებელი და გამომცემელი; 2003 წლიდან აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობათა კვლევის საერთაშორისო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი. 2000-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიის კათედრის დამაარსებელი და გამგე. 2010 წლიდან არის საპატრიარქოს უნივერსიტეტის პროფესორი, საბაკალავრო პროგრამის — „დემოგრაფია, სოციოლოგია“ ავტორი და ხელმძღვანელი. 2014 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სამაგისტრო პროგრამის „დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია“ ავტორი და ხელმძღვანელი. თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებში კითხულობს ლექციათა კურსებს დემოგრაფიაში, სოციოლოგიასა და პოლიტოლოგიაში. არის 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 6 მონოგრაფიის ავტორი.
ორგანიზაციები და ასოციაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (2002)
- აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობათა კვლევის საერთაშორისო ცენტრი, ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი (2003)
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭო, თავმჯდომარე (2003-2005)
- პოლიტიკური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“, თავმჯდომარე (2002)
- რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, წევრი (2006)
- საქართველოს დემოგრაფთა ასოციაცია, დამაარსებელი და პრეზიდენტი (1998)
- საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1999)
- საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-2003)
- საქართველოს სპეციალური ოლიმპიური კომიტეტი, პრეზიდენტი (2001)[3]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1998-1999, გვ. 202.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვაჟა ლორთქიფანიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვაჟა ლორთქიფანიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ვაჟა ლორთქიფანიძე მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრია. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (26 დეკემბერი, 2018). ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2020.
- ↑ ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 117, ISBN 978-9941-0-5972-8.
- ↑ ვაჟა ლორთქიფანიძე – ბიოგრაფია
|
|